
ახალი ამბები
მთავრობა აფხაზეთის სამშვიდობო გეგმას მაისში წარადგენს
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 10 მაისს განაცხადა, რომ მთავრობა აფხაზეთის სამშვიდობო გეგმას მაისის ბოლომდე წარადგენს განსახილველად.
“მომდევნო პლენარულ სხდომაზე ჩვენ გვექნება მთავრობის სამშვიდობო გეგმის განხილვა, რომელიც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას და ასევე, ბუნებრივია, ძალიან მალე მოგვიწევს [აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს] სამშვიდობოებთან დაკავშირებით მსჯელობაც“, – განაცხადა ბურჯანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის ფორმატი საქართველოს მთავრობის მიერ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმის ანალოგიური იქნება.