ახალი ამბები

საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეხვედრები იმართება

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის გიორგი მანჯგალაძის  და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გეღამ ღარიბჯანიანის ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიების მორიგმა სხდომამ მუშაობა დაიწყო.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიან შეხვედრაზე განიხილება საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული საკითხები.


ასევე დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გეღამ ღარიბჯანიანის შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან  გელა ბეჟუაშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ვალერი ჩეჩელაშვილთან, სადაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილება.

Back to top button