
ახალი ამბები
გენშტაბის უფროსი ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი სამდღიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატო-ს გენერალური შტაბის უფროსთა ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრება. კონფერენციას ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 40-მდე დელეგატი ესწრება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლეგები კონფერენციაზე, რომელსაც ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი რაიმონდ ენო უხელმძღვანელებს, ნატო-ს მიმდინარე ოპერაციებზე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სტრუქტურულ გარდაქმნასა და სამხედრო თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე იმსჯელებენ. სხდომის მონაწილეები ასევე მომავალი წლის სამუშაო გრაფიკს შეიმუშავებენ.