ახალი ამბები

ბარამიძე: საქართველო სავარაუდოდ დატოვებს დსთ-ს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ 8 მაისს განაცხადა, რომ საქართველო სავარაუდოდ დატოვებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ), იტყობინება “იტარ-ტასი“.


ბარამიძემ ეს განცხადება ტალინში ესტონეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაისს მთავრობას დაავალა შეაფასოს საქართველოს დსთ-დან გამოსვლის შესაძლო შედეგები.


საპარლამენტო ოპოზიციამ 8 მაისს განაცხადა, რომ იგი დროებით შეწყვეტს პარლამენტის სხდომების ბოიკოტს, თუ პარლამენტი დსთ-დან გამოსვლის საკითხს განიხილავს.

Back to top button