
ახალი ამბები
Greenoak Group-ი ბათუმის პორტის პრივატიზაციის ტენდერში მონაწილეობს
ბათუმის ნავთობტერმინალი, რომლის მფლობელიც Greenoak Group-ია, ბათუმის პორტის ტენდერში მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება Greenoak Group-ი.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი ბათუმის პორტის აქციების 100%-ის 49 წლით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე აპრილში გამოაცხადა.
საქართველოს მთავრობის ცნობით, ტენდერში მონაწილეობას ასევე მიიღებს ამერიკული Eastwind Maritime Inc.