ახალი ამბები

საქართველო დსთ-ში წევრობასთან დაკავშირებით უკრაინასთან კონსულტაციებს მართავს

საქართველოს და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა კონსულტაციები დაიწყეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) წევრობის მიზანშეწონილობის თაობაზე, განუცხადა 7 მაისს ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა.


“გუშინ [6 მაისს] ჩვენ მოლაპარაკებები გავმართეთ ჩვენთან სტუმრად მყოფ უკრაინელ კოლეგებთან. ჩვენ ძირითადად ორგანიზაციაში წევრობის პოზიტიურ მხარეებს და დსთ-დან გამოსვლის შესაძლო შედეგებს განვიხილავთ“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაისს მიანიშნა, რომ საქართველომ შესაძლოა დსთ დატოვოს და დაავალა მთავრობას ორგანიზაციიდან გამოსვლის შესაძლო ეკონომიკური შედეგები შეაფასოს. 

Back to top button