
ახალი ამბები
საქართველოს ხორვატიის პრეზიდენტი სტუმრობს
ხორვატიის პრეზიდენტი სტეფან მესიჩი, რომელიც ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება, 7 მაისს პრეზიდენტ სააკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხორვატია მაგალითია საქართველოსთვის, რომელიც ისწრაფვის მოაგვაროს კონფლიქტებთან და ეკონომიკისათან დაკავშირებული პრობლემები.
მისი თქმით, საქართველო შემდგომშიც გააღრმავებს ურთიერთობებს ევროპის პარტიორ სახელმწიფოებთან, რათა მარტო არ დარჩეს მოსკოვის ზეწოლის პირისპირ.
ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხორვატია მზად არის თავისი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს და ხაზი გაუსვა კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროებას.
მარტის ბოლოს პრეზიდენტი სააკაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ხორვატიაში.