ახალი ამბები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სოხუმს ეწვია

დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, პრეზიდენტის პიერ ლელუშის ხელმძღვანელობით სოხუმში ჩავიდა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და დე ფაქტო მთავრობის წევრებს შეხვდა, იუწყება “აფსნიპრესი“.


მოლაპარაკებების შემდეგ სერგეი ბაღაფშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზი ხალხის მიერ გამოხატული პოზიცია აფხაზეთის დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის თაობაზე არ შეიცვლება.


“საქართველოს და აფხაზეთის ურთიერთობის მწარე ისტორიული გამოცდილება არ ტოვებს ორი ქვეყნის გაერთიანების არანაირ შანს რა სამართლებრივი ფორმაც არ უნდა იყოს“, – განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.  


დე ფაქტო პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა დაამყაროს კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან სამშვიდობო გეგმის შემუშავების მიზნით. 


 

Back to top button