ახალი ამბები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პრეზიდენტის პიერ ლელუშის ხელმძღვანელობით 5 მაისს ცხინვალს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან და დე ფაქტო მთავრობის წევრებთან.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ედუარდ კოკოითმა ნატოს დელეგაციას სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და კონფილქტის მოგვარების თაობაზე თბილისთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები გააცნო.


ცხინვალმა კვლავ გააკრიტიკა ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებელთა საქმიანობა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში და მას მიკერძოებული და არაობიექტური უწოდა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ჯიოევის შეფასებით, საერთო ჯამში შეხვედრა იყო “საჭირო და მნიშვნელოვანი“.


ცხინვალში ვიზიტისას ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის დელეგაციამ ასევე მოინახულა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოების შტაბი და სამშვიდობოთა მეთაურს მარატ კულახმეტოვსაც შეხვდა.


6 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სოხუმს ეწვევა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს.  



 

Back to top button