ახალი ამბები

სააკაშვილი იუშჩენკოს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ლიტვაში ბალტიისპირეთის და შავი ზღვის რეგიონების ლიდერთა სამიტს ესწრებოდა, 4 მაისს უკრაინელ კოლეგას ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდა.


პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, ორმხრივი ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ენერგეტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები.


საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს მაისის ბოლოს კიევში დაგეგმილ სუამის სამიტზე.

Back to top button