
დიკ ჩეინი სააკაშვილს ვილნიუსში შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ 4 მაისს ვილნიუსში გამართეს მოლაპარაკებები, ბალტიისპირეთის და შავი ზღვის რეგიონების ლიდერთა სამიტის პარალელურად.
“ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დაინტერესებულია და მხარს უჭერს დემოკრატიულ მოძრაობას საქართველოში. ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ ყველა იმ რეფორმას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და მთელ იმ დიდ სამუშაოს, რომელიც საქართველოში გაკეთდა ამ ინსტიტუტების ტრანსფორმაციის მიზნით. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ მათ სწრაფვას უფრო ინტეგრირებული გახდნენ ევროპულ საზოგადოებაში და ვისწრაფვით მათთან მუშაობისკენ მომდევნო წლების განმავლობაში ყველა ამ საკითხზე. ჩვენ ასევე ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა დიკ ჩეინიმ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
“თქვენ დიდი ხანია მხარს უჭერთ ჩვენს მიერ აღებულ თავისუფლების კურსს. როგორც იცით, ქართველი ხალხისთვის, ამერიკა და თავისუფლება სინონიმებია”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ის კავშირი, რომელიც გასულ წელს საქართველომ და უკრაინამ
ჩამოაყალიბეს – დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა – ახლა “ნამდვილად უზარმაზარია”.
“და თქვენი ყოფნა ჩვენს ინიციატივას მხარდაჭერის საბოლოო წერტილს დაუსვამს”, – მიმართა ჩეინის სააკაშვილმა.