
ახალი ამბები
სააკაშვილი ქართული და უკრაინული დემოკრატიისთვის საფრთხეზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 მაისს განაცხადა, რომ გარკვეული “ძალები რუსეთში“ საფრთხეს უქმნიან საქართველოდან წამოსულ დემოკრატიულ ტალღას.
სააკაშვილი ვილნიუსში ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ლიდერთა სამიტზე გამოვიდა სიტყვით. მისი გამოსვლის ნაწილი ქართულმა ტელეკომპანიებმა სინქრონული ქართული თარგმანით გააშუქეს.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გარკვეული ძალები რუსეთში მიზნად ისახავენ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას საქართველოსა და უკრაინაში, თან იქვე დასძინა, რომ ესენი არიან “ძალიან სერიოზული“ და “კარგად დაფინანსებული“ ძალები.
მისი თქმით, ეს უნდა იყოს გამოწვევა ევროპისთვისაც, რადგანაც საქართველოსა და უკრაინის დემოკრატიისადმი შექმნილი საფრთხე ევროპის ინტერესებსაც შელახავს.