ახალი ამბები

მოსკოვში ქართული ღვინო ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა

კომპანია “თბილღვინოს” წარმოებულმა ღვინომ “საფერავი“ 12 თვის დაძველებით მოსკოვში 26 აპრილს ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორიოს კონკურსზე Vinnaya Karta Open – 2006, ვერცხლის მედალი მოიპოვა.


კომპანია “თბილღვინოს“ პრესსამსახურის განცხადებით, ეს მაშინ ხდება როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე ქართული ღვინის იმპორტი ღვინის ‘დაბალი ხარისხის’ გამო აკრძალულია.


კომპანიის ინფორმაციით, კონკურსზე დეგუსტაციის ჟიურის წევრები ფრანგი, იტალიელი, ავსტრალიელი და ასევე რუსი სპეციალისტებიც იყვნენ.

Back to top button