
ახალი ამბები
ბაღაფში: აფხაზეთი დსთ–ში გაწევრიანების საკითხს დააყენებს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, სოხუმის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებს დსთ–ში გაწევრიანება და რუსეთთან შემდგომი დაახლოება წარმოადგენს, იტყობინება 4 მაისს “ინტერფაქსი“.
“ჩვენ დავაყენებთ აფხაზეთის დსთ–ში გაწევრიანების საკითხს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხს უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე დავსვამთ“, – აცხადებს ბაღაფში.
ამასთან იგი აცხადებს, რომ სოხუმი უარს არ ამბობს თავის წინადადებებზე რუსეთის ფედერაციაში თვითგამოცხადებული აფხაზეთის ასოცირებული წევრობის თაობაზე.