ახალი ამბები

საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სტუმრობს

დღეს თბილისს სამდღიანი ვიზიტით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პიერ ლელუში 7–კაციან დელეგაციასთან ერთად ეწვია.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.


ასევე დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები პრემიერ–მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვიზიტის ბოლო დღეს დელეგაციას შესაძლოა შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.


პიერ ლელუში თანმხლებ დელეგაციასთან ერთად 5 მაისს ცხინვალს, ხოლო 6 მაისს სოხუმს ეწვევა.


ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალქალაქის სამხედრო ბაზის მონახულება. 

Back to top button