skip to content
ახალი ამბები

მოსკოვში აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ მსჯელობენ

დღეს მოსკოვში აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ქართული, რუსული, სომხური, აფხაზური და ასევე თურქული მხარეები იმსჯელებენ.


ქართულ დელეგაციას შპს “საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია ხელმძღვანელობს.


ეზუგბაიას უწყების პრესსამსახურის ცნობით, ორდღიან  შეხვედრაზე მხარეები სარკინიგზო მიმოსვლის ტენქიკურ საკითხებთან ერთად ერთობლივი კონსორციუმის ჩამოყალიბების შესახებაც იმსჯელებენ, რომლის შემადგენლობაშიც ქართულ, რუსულ, აფხაზურ მხარეებთან ერთად, სავარაუდოდ,  სომხური და თურქული მხარეებიც შევლენ. 


რუსული მხარე ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოვიდა კონსორციუმის შექმნის ინიციატივით, რომლის მიზანიცაა სარკინიგო მიმოსვლის აღდგენისათვის ღონისძიებების გატარება, მათ შორის ფინანსების მოზიდვა.

მსგავსი/Related

Back to top button