
ახალი ამბები
პრეზიდენტი ლიტვაში გაემგზავრა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვაში გაემგზავრა, სადაც 3-5 მაისს სახელმწიფოთა მეთაურების კონფერენციაში – “კეთილმეზობლობის ერთიანი ხედვა“ მიიღებს მონაწილეობას.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ვილნიუსში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, პოლონეთის პრეზიდენტებთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჰავიერ სოლანასთან.