ახალი ამბები

ბეჟუაშვილი ნატოს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

2 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს თავდაცვის დაგეგმვისა და პოლიტიკის საკითხებში ჯონ კოლსტონს.


საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და სამომავლო ნაბიჯები, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური საკითხები.


გელა ბეჟუაშვილი დღეს ასევე შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალური სამდივნოს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს ჟან ლუი ლორანს, სადაც განიხილეს 18-19 მაისს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები.


შეხვედრისას საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა ასევე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები, ადგილობრივი არჩევნები, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება.

Back to top button