ახალი ამბები

ავიაკომპანია “ეარბალტიკა” რიგა-თბილისის მიმართულებით იფრენს

დღეს ლატვიური ავიაკომპანია “ეარბალტიკა“ რიგა-თბილისის მიმართულებით პირველ რეისს განახორციელებს.


სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავიაკომპანია კვირაში ორჯერ – სამშაბათს და ხუთშაბათს რიგა-თბილისის, ხოლო ოთხშაბათს და პარასკევს თბილისი-რიგის მიმართულებით შეასრულებს ფრენებს.


ეკონომკლასის ბილეთების ღირებულება დაახლოებით 206 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ბიზნესკლასის – დაახლოებით 390 აშშ დოლარს.  


ავიაკომპანია ბოინგის ტიპის თვითმფრინავით განახორციელებს ფრენებს. 


 

Back to top button