
ახალი ამბები
ბურჯანაძე რუსულ–ქართულ ურთიერთობებზე საუბრობს
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სანკტ–პატერბურგიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც სათათბიროს 100 წლისთავის ღონისძიებებში მონაწილეობდა, პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ რუსულ–ქართულ ურთიერთობებში პრობლემები არსებობს.
“ამ პრობლემებს კონსტრუქციული მიდგომა და მოგვარება სჭირდება… საქართველო ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზად არის დიალოგისათვის… მე შევეცადე ამეხსნა ჩემი რუსი კოლეგებისთვის, რომ საქართვლოს სწრაფვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში არ ნიშნავს რუსეთთან ცუდ ურთიერთობას და რუსეთის კანონიერი ინტერესებისათვის საფრთხის შექმნას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 1 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.