ახალი ამბები

სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის მიზნით კომისია შეიქმნა

26 აპრილს სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისია შეიქმნა, რომელის 13 წევრისაგან შედგება და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობს. 


კომისიის შექმნის ინიციატივით, 17 აპრილს პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პოლიტიურ პარტიებსა და საერთაშორისო ექსპერტებს კომისიასთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.


კომისიის შემადგენლობაში ასევე შედის ექვსი მინისტრი,  იუსტიციის მინისტრის ხუთივე მოადგილე და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში ჩაერთვება გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილიც.

Back to top button