ახალი ამბები

ახალი მემარჯვენეები ციხის ტრაგიკული მოვლენების გამოძიებას ითხოვენ

ოპოზიციური პარტია ახალი მემარჯვენეები ხელისუფლებას 27 მარტს თბილისის #5 საპყრობილეში მომხდარი შეიარაღებული შეტაკების გამოუძიებლობის გამო აკრიტიკებენ და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას ამ მხრივ აქტიური ზეწოლა განახორციელოს საქართველოს მთავრობაზე.

“1 თვე გავიდა მე-5 საპყრობილეში 27 მარტს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდგომ, როდესაც ხელისუფლების მიერ არადექვატური ძალის გამოყენებას პატიმართა შორის სერიოზული [ოფიციალური ინფორმაციის, 7 პატიმარი გარდაიცვალა] მსხვერპლი  მოჰყვა“, – ნათქვამია ახალი მემარჯვენეების მიერ 1 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.


ციხის მოვლენების დამოუკიდებელი გამოძიებისაკენ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ კარელ დე გუხტმა და ასევე ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავორბო ორგანიზაციებმაც მოუწოდეს.


“მიუხედავად ამისა, დღემდე ხელისუფლების მხრიდან არანაირი ობიექტური საგამოძიებო სამუშაო არ ჩატარებულა და საქმეები აღძრულია მხოლოდ პატიმართა წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button