
“რეზონანსი”: პრემიერ-მინისტრი შესაძლოა კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულონ
გაზეთი “რეზონანსი“ 1 მაისს იტყობინება, რომ მთავრობა მეწარმეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის წინადადებით გამოდის, რათა დააკანონოს პრემიერ-მინისტრის, ენერგეტიკის და ეკონომიკის მინისტრების წევრობა ახალადშექმნილი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოში.
“რეზონანსის“ ცნობით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მთავრობის წევრების ახალი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ახალი კორპორაცია სამი სახელმწიფო ენერგოკომპანიის – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციისა და “საქნავთობის“ – გაერთიანების შედეგად შეიქმნა.
კანონის თანახმად, კომპანიის საბჭოს წევრობა მიჩნეულია როგორც მეწარმეობა, მაშინ როცა საქართველოს კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ მთავრობის წევრს არ უნდა ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პოლიტიკურ პარტიისა და არ უნდა იყოს ჩართული კომერციულ საქმიანობაში. “ამ შესწორებით შეიცვლება “მეწარმეობის შესახებ კანონის“ ის პუნქტი, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა ითვლება სამეწარმეო საქმიანობად“, – წერს “რეზონანსი“.
“ეს ნამდვილად კონსტიტუციის დარღვევაა. არის კითხვები, რომელიც პასუხს მოითხოვს და პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით იურისტებს ვთხოვეთ, რომ ამ საკითხში გარკვეულიყვნენ… დღევანდელი კანონით, ეს აშკარად დარღვევაა და თუკი კანონს შეცვლიან, მაინც დარღვევაა, რადგან ეს გადაწყვეტილება [პრემიერ-მინისტრის, ენერგეტიკის და ეკონომიკის მინისტრების წევრობის შესახებ] არსებული კანონის მოქმედებისას არის მიღებული“, – იტყობინება გაზეთი ვიცე-სპიკერის სიტყვებზე დაყრდნობით.
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ბრალდებები კონსტიტუციის დარღვევის შესახებ.
“მაგრამ, იმისათვის, რომ ასეთი სალაპარაკო არ იყოს, მთავრობა ცვლილებას ამზადებს [ამ კანონში] და ამ ცვლილებას პარლამენტს სულ მალე წარვუდგენთ“, – იტყობინება “რეზონანსი“ ნოღაიდელის სიტყვებზე დაყრდნობით.