ახალი ამბები

სერგეი მირონოვი დსთ–დან საქართველოს შესაძლო გამოსვლაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი აცხადებს, რომ დსთ–დან საქართველოს შესაძლო გამოსვლა თავად საქართველოს და მის მოსახლეობას დააზარალებს, იტყობინებიან რუსული სააგენტოები.


“საქართველოს ხელისუფლება, რომელიც აცხადებს თანამეგობრობიდან გამოსვლის შესახებ, უნდა დაფიქრდეს თავის მრავალტანჯულ ხალხზე, რომლებიც ისედაც განიცდიან მნიშვნელოვან სირთულეებს“, – განაცხადა მირონოვმა 3 მაისს. 


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მაისს მიანიშნა, რომ საქართველომ შესაძლოა დსთ დატოვოს და დაავალა მთავრობას ორი თვის ვადაში განიხილოს ამ გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები. თუმცა აქვე დასძინა, რომ საქართველო თავს შეიკავებს “ნაჩქარევი და მოუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან კარგი ანალიზის გარეშე“.
 
მირონოვმა სააკაშვილის ეს განცხადება შეფასა, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი. “ხმამაღალი განცხადებების გაკეთება ადვილია, გაცილებით რთულია ხალხს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნა“, – დასძინა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ.

Back to top button