
ახალი ამბები
სოხუმში სამხედრო წვრთნები იმართება
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 24-27 აპრილს სამხედრო წვრთნები იგეგმება 5,000 სამხედროს, მათ შორის რეზერვისტების მონაწილეობით, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.
ბოლოს თვითგამოცხადებულ რეგიონში სამხედრო წვრთნები 21-24 მარტს გაიმართა, რომელშიც 4 000–მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.