
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კასპიის გაზსადენზე კომენტარს აკეთებს
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასიმჟომარტ ტოკაევმა საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“-ს განუცხადა, რომ განიხილება საკითხი ყაზახური გაზის საქართველოში შესაძლო მიწოდებაზე რუსეთის გავლით ერთობლივი რუსულ-ყაზახური კომპანია “ყაზროსგაზის“ მიერ.
ტოკაევმა ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთი ასევე განიხილავს კასპიის გაზსადენზე შესაძლო მიერთების საკითხს, რომელიც ცენტრალური აზიიდან რუსეთის გვერდის ავლით გაზის დასავლეთში ტრანსპროტირების საშუალებას იძლევა.
“ამჟამად, კასპიის გაზსადენის მშენებლობის საკითხი განხილვის სტადიაშია, მათ შორის ევროკავშირშიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეიმუშავა დოკუმენტი – მწვანე ბარათი [ევროპის მდგრადი, კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ენერგიის სტრატეგია]. ყაზახეთი ამჟამად მხოლოდ სწავლობს ამ საკითხს, რადგანაც [დოკუმენტი] რიგ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ელემენტებს შეიცავს. თუმცა, ფაქტიურად, ჩვენთვის უკეთესი იქნება, თუ მეტი შესაძლებლობები იარსებებს ჩვენი ენერგორესურსების ექსპორტისთვის“, – განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ევროკავშირის მწვანე ბარათში ნათქვამია, რომ კასპიის ნავთობი და გაზი მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის უსაფრთხო ენერგომომარაგებისთვის “ევროკავშირის გარე ენერგომომარაგების გეოგრაფიული დივერსიფიკაციის გაზრდის გზით“.