ახალი ამბები

ლავროვი მიიჩნევს, რომ ღვინის საკითხის პოლიტიზირება საჭირო არ არის

დღეს  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 21 მარტს მოსკოვში მიმდინარე დსთ–ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს და მოლდავას დელეგაციებმა გაავრცელეს განცხადებები, სადაც პროტესტია გამოთქმული ღვინოზე რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო.


“ჩვენმა კოლეგებმა გადაწყვიტეს ამ საკითხის ცოტა პოლიტიზირება… ვფიქრობ, რომ ეს არ დააჩქარებს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც აუცილებელია, რომ მოგვარდეს პროფესიონალურ დონეზე დიალოგის გზით და იმ ფაქტების საფუძველზე, რომელიც ჩვენ ქართველ და მოლდაველ კოლეგებს წარუდგინეს რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა“, – განუცხადა 21 აპრილს მოსკოვში ჟურნალისტებს სერგეი ლავროვმა.


დსთ–ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე წარმოადგენს, რომელმაც გააპროტესტა 27 მარტიდან რუსეთის მიერ ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვა.

Back to top button