
სააკაშვილი: გადავარჩენთ ჩვენს მევენახეობა-მეღვინეობას
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი ქართული ღვინის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და განაცხადა, რომ ამ “გაჭირვების“ ფონზე, როდესაც რუსეთმა ღვინის იმპორტი აკრძალა, “კიდევ უფრო გაძლიერდება ქართული მეღვინეობა“.
“მე მინდა უბრალოდ ჩვენმა მეღვინეებმა და მევენახეებმა კახეთში და სხვაგანაც იცოდნენ ვიღაცას გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩვენთან ღვინო ამოძირკვოს და დაანგრიოს, მაგრამ ამას ვერ მოახერხებენ დღეს. რა თქმა უნდა, იქნება სიძნელეები, რა თქმა უნდა, იქნება პრობლემები, მაგრამ თუ ერთად დავდგებით, თუ ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, თუ ერთად ვიშრომებთ არ არსებობს სიძნელე, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ, არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვერ დავძლევთ, არ არსებობს ბაზარი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვიპოვებთ, არ არსებობს კონკურენცია, რომელსაც ჩვენ ვერ გავუძლებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს წეროვანში.
“ჩვენს მევენახეობას, მეღვინეობას არა მხოლოდ გადავარჩენთ, ამ გაჭირვების გამო გავაძლიერებთ უახლოეს წლებში. დაგვჭირდება დრო… მთავარია, რომ არ შეგვეშინდეს“, – დასძინა პრეზიდენტმა.