ახალი ამბები

თბილისი თელ-ავივში მომხდარ ტერაქტს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 17 აპრილს თელ-ავივში პალესტინური ტერორისტული დაჯგუფებების მიერ უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს.


საქართველო უარყოფს ტერორიზმის ყველანაირ ფორმას და გამოვლინებას. “დარწმუნებულნი ვართ, რომ არანაირი პოლიტიკური მიზანი არ ამართლებს ამგვარ საშინელ აქტს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.


თბილისი გამოხატავს შეშფოთებას ისრაელსა და პალესტინას შორის ძალადობის ბოლოდროინდელი ესკალაციისა და სამშვიდობო პროცესის შეფერხების გამო და მოუწოდებს პალესტინის მთავრობას შეწყვიტოს ძალადობა და გააგრძელოს კონსტრუქციული დიალოგი ისრაელთან.

Back to top button