ახალი ამბები

ევროკავშირის “ტროიკა” საქართველოს ეწვევა

20-21 აპრილს ევროკავშირის “ტროიკა”–ს ექვსკაციანი დელეგაცია საქართველოს ეწვევა, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო. 


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან,  საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან გიორგი ვოლსკისთან.


შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები.

Back to top button