
ახალი ამბები
რუსეთის ჯარი საქართველოდან გასვლის დასაწყებად მზად არის
რუსეთის ჯარები მზად არიან დაიწყონ საქართველოდან გასვლის პროცესი, იუწყება 19 აპრილს “ინტერფაქსი“ რუსეთის თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
“ამ დასკვნამდე მივიდა [რუსეთის] თავდაცვის სამინისტროს კომისია რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილის, გენერალ–ლეიტენანტის ვალერი ევნევიჩის ხელმძღვანელობით, რომელმაც შეამოწმა 62–ე და მე–12 ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების მზადყოფნა პირველადი ტექნიკისა და პერსონალის რუსეთში გასამგზავრებლად“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის მეთაურის მოადგილემ ვლადიმერ ყუფარაძემ 19 აპრილს.
საქართველო–რუსეთის შეთანხმებით, რომელსაც 31 მარტს მოეწერა ხელი, რუსეთის ბაზებმა და სხვა სამხედრო ობიექტებმა საქართველო 2008 წლის ბოლომდე უნდა დატოვონ.