ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით ლონდონს სტუმრობს

19-21 აპრილს გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის სამუშაო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, სადაც დაგეგმილია შეხვედრები თემთა პალატის თავმჯდომარესთან მაიკლ მარტინთან და ლორდთა პალატის წევრებთან.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თემთა პალატაში ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს პარლამენტში ბიზნესისა და ეკონომიკური ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით.


ნინო ბურჯანაძე სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტში (IISS) ანალიტიკოსებს შეხვდება, სადაც წაიკითხავს ლექციას თემაზე “გამოწვევები უსაფრთხოების საკითხებსა და კონფლიქტების მოგვარებაში”.


ეკონომიკისა და პოლიტიკური ხელოვნების ლონდონის უმაღლეს სკოლაში (LSE)  პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს შესახებ ისაუბრებს, გამოსვლის თემა იქნება “კონფლიქტების მოწესრიგებისა და რეგიონალური თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები”.

Back to top button