ახალი ამბები

ბეჟუაშვილი თბილისში ფინელ კოლეგას შეხვდა

დღეს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ერკი ტოუმიოიას, რომელიც საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები, ევროინტეგრაციის სხვა პრიორიტეტული ასპექტები და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.


ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს.

Back to top button