ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში აფეთქება მოხდა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, ქართულ სოფელ ვანათში მდებარე პოლიციის შენობის სიახლოვეს 17 აპრილს აფეთქება მოხდა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, დაზიანდა მხოლოდ ახლომდებარე მიტოვებული სახლი. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ჭურვი ვანათის მახლობლად მდებარე ოსურ სოფელ დმენისიდან იყო ნასროლი, თუმცა აფეთქება დიდი სიძლიერის არ ყოფილა.


“ოსურ მხარეს ამ ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ჩვეულებრივი ქართული პროვოკაციაა… დესტაბილიზაციის მიზნით“, – იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 18 აპრილს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის ანატოლი ბარანკევიჩის სიტყვებზე დაყრდნობით.

Back to top button