ახალი ამბები

“თელასმა” ელექტროენერგიის ტარიფის მომატებზე სემეკში განაცხადი შეიტანა

კომპანია “თელასმა“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) ელექტროენერგიის ტარიფში საკუთარი წილის გაზრდის შესახებ განაცხადი უკვე შეიტანა.


თუმცა არ კონკრეტდება რამდენით ითხოვს “თელასი” ტარიფის გაზრდას. გავრცელებული ინფორმაციით, “თელასი” საკუთარი წილის 6 თეთრით მომატებას ითხოვს, რაც დაკმაყოფილების შემთხვევაში თბილისში 1კვტსთ–ზე ელექტროენერგიის საფასურს 18 თეთრამდე გაზრდის.


სემეკ-ის თავმჯდომარემ გიორგი თავაძემ განაცხადა, რომ საკმაოდ დიდ ციფრზეა საუბარი.


“თუმცა მისი სრულად დაკმაყოფილების რეალობაში ეჭვი მეპარება“, – განუცხადა თავაძემ ჟურნალისტებს.


თელასის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ 10 აპრილს განაცხადა, რომ ტარიფის ზრდის საჭიროება განაპირობა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების და ასევე რუსული გაზის (1000 კუბამეტრი) საფასურის 63 აშშ- დოლარიდან 110 აშშ დოლარამდე გაზრდამ.


არ არის გამორიცხული, რომ ტარიფის მატება რეგიონებშიც მოხდეს. ამ საკითხებზე სემეკი ორი კვირი ვადაში სპეციალურ სხდომაზე იმსჯელებს. სემეკი უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს ცალკეული კომპანიების მოთხოვნები ტარიფის მატების თაობაზე.

Back to top button