
ახალი ამბები
სერგეი ბაღაფში მოსკოვში გაემგზავრა
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, იტყობინება “აფსნიპრესი“ 17 აპრილს.
ამავე ცნობით, ბაღაფში რიგ შეხვედრებს გამართავს რუსეთის დედაქალაქში, თუმცა უფრო კონკრეტულად ვიზიტის მიზნებზე არაფერია ნათქვამი.