ახალი ამბები

ცსკ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა, რომ ივლისის მიწურულს ცსკ მზად იქნება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც შემოდგომისთვის იგეგმება.


მანამდე კი, ჩალაგაშვილის განცხადებით, უკვე დაწყებულია სამუშაოები  საოლქო და საუბნო კომისიების ეფექტური მენეჯმენტის მიღწევისა და ამომრჩეველთა გამართული სიების შექმნის მიზნით. გარდა ამისა ცსკ–ს ერთიან სტრატეგიაში დიდი მნიშვნელობა დაეთმობა ამომრჩეველთა ინფორმირებას. 


ცსკო-ს თავმჯდომარის განცხადებით ამომრჩეველთა სიების შექმნის პროცესში ჩართული არიან ასევე იუსტიციისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები.


“პირველადი სიების ვერსია ცსკ-ში 5 ივნისისთვის იქნება მზად, მაქსიმალურად დახვეწილი სიები კი 10 ივლისს“, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.


მან ასევე არ გამორიცხა საარჩევნო კანონმდებობაში ცვლილებები მარკირების პროცედურის ამოღების მიზნით. 

Back to top button