
ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში წყალდიდობის შედეგად სახლები დაიტბორა
წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩხორში 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა მას შემდეგ, რაც 17 აპრილს, ღამით მდინარე ენგური ნაპირებიდან გადმოვიდა. ქართული მედიის ცნობით, წყალდიდობას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ცნობით, მდინარე ენგურის კალაპოტიდან გადმოსვლა ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოების დაწყების მიზნით წყალსაცავიდან წყლის გაშვებას მოყვა. წყალდიდობას ხელი შეუწყო გადაუღებელმა წვიმებმაც.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია ხონის რაიონში მომხდარი წყალდიდობის შესახებ, სადაც, საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მდინარე ცხენისწყალმა სახნავ-სათესები დატბორა.