
ბიზნესსაკონსულტაციო ქსელი მცირე საწარმოებს დაეხმარება
თბილისში და საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ბიზნესის მხარდაჭერის ხუთი ორგანიზაცია შეიქმნა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC) და აშშ-ს განვითარების სააგენტო ახორციელებენ.
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ორგანიზაციების ქსელი თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს ბიზნესმენებს მარეგულირებელ და საკანონმდებლო საკითხებზე, მენეჯმენტზე, ბიზნესის დაგეგმარებაზე და სესხებზე, საინფორმაციო სამსახურებზე, ინვესტიციებზე და ვაჭრობის ხელშეწყობის სამსახურებზე, შესაბამის მომზადებაზე, აგრობიზნესის მხარდაჭერაზე და ბიზნესის განვითარების სხვა დახმარებაზე, იტყობინება საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი 17 აპრილს.