ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქუვეითს სტუმრობს

17 აპრილს, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ქუვეითში გაემგზავრა, სადაც შეხვდება ქუვეითის ემირს და მაღალი დონის სხვა ოფიციალურ პირებს.


პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში  ძირითადად ეკონომიკურ საკითხები განიხილება.  ქართული მხარე წარადგენს კონკრეტულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაშიც შესაძლოა ქუვეითურმა კაპიტალმა მიიღოს მონაწილეობა. ეს პროექტები, ძირითადად, ითვალისწინებს ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალსადენი სისტემებისა და წყალსაცავების რეაბილიტაციას, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთი გაზსადენის აღდგენასა და შეკეთებას.


ქუვეითურ მხარეს ასევე მიაწოდებენ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესის შესახებ.

Back to top button