ახალი ამბები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მიესალმა ბაზებზე შეთანხმების გაფორმებას

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ დე გუხტი
მიესალმა საქართველოსა და რუსეთს შორის ბაზებისა და სხვა რუსული სამხედრო
ობიექტების გაყვანის შესახებ შეთანხმების გაფორმებას  და მზადყოფნა
გამოთქვა, სურვილის შემთხვევაში, დაეხმაროს მის იმპლემენტაციას.


“ეს შეთანხმება მიანიშნებს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის
მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესზე და წინ გადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას
შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების საქმეში“, – განაცხადა 7 აპრილს
კარელ დე გუხტმა.


მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის ნდობის გაძლიერებას.


“[ეუთოს] თავმჯდომარეობა კვლავაც მზადაა უზრუნველყოს ეუთოს დახმარება ამ
შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, თუ ამის შესახებ თხოვნა რუსეთის და საქართველოს
მთავრობებიდან წამოვა“, – განაცხადა გუხტმა.


1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილების ფარგლებში 31 მარტს სოჭში
ხელმოწერილი ქართულ–რუსული შეთანხმება 2008 წლის ბოლომდე ახალქალაქისა და ბათუმის
სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანას ითვალისწინებს.

Back to top button