ახალი ამბები

გენშტაბის უფროსი რუმინეთს სტუმრობს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ლევან ნიკოლეიშვილი 13 აპრილამდე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება, სადაც რუმინელ კოლეგას და თავდაცვის მინისტრს შეხვდება.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, რუმინეთი, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა, საქართველოს სამხედრო სფეროში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

Back to top button