
ახალი ამბები
აშშ-ს სენატის დელეგაცია საქართველოს ეწვევა
აშშ-ს სენატის დელეგაცია უმრავლესობის ლიდერის ბილ ფრისტის ხელმძღვანელობით 11 აპრილს თბილისს ეწვევა, იტყობინება აშშ-ს საელჩო საქართველოში.
დელეგაციის წევრები ასევე არიან სენატორები ჯად გრეგი, რიჩარდ ბარი და ამერიკის სენატის მდივანი ემილი რეინოლდსი.
დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.