
ახალი ამბები
ნოღაიდელი: საქართველოს დსთ-დან გასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 11 აპრილს განაცხადა, რომ საქართველო არ გეგმავს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) გასვლას.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უბიძგოს საქართველოს განიხილოს დსთ-ში ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი.
“არა მარტო პარლამენტის წევრები, არამედ ყველა ვართ საკმაოდ კრიტიკული დსთ-ს ეფექტურობის მიმართ. მაგრამ დღეს დსთ-დან გამოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან კარგად მესმის პარლამენტის წევრების და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია. როდესაც ვერც ერთი საკითხის არათუ მოგვარება, არამედ განხილვაც არ ხდება, ეს კრიტიკა გასაგებია“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.