ახალი ამბები

ქართული ღვინის მწარმოებლები მოსკოვში გაემგზავრნენ

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დღეს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით მოსკოვში გაემგზავრნენ.


კომპანია GWS-ის მარკეტინგისა და გაყიდევბის დირექტორის ლევან კობერიძის განცხადებით, ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს რუს კოლეგებთან და შეეცდება რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის განახლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქართული მხარე რუსეთის მთავარი სანიტარული სამსახურის წინააღმდეგ რუსეთის სასამართლოში სარჩელს შეიტანს.


რუსეთმა ქართული და მოლდავური ღვინოების იმპორტი 27 მარტიდან  რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს რეკომენდაციით აკრძალა.


ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აპრილს რუსულ მხარეს გადასცა ნოტა, რომელშიც სამინისტრო კიდევ ერთხელ ითხოვს უმოკლეს ვადაში საქართველოსა და რუსეთს შორის ღვინის, ღვინომასალების, კონიაკისა და შამპანური ღვინოების, ასევე მცენარეული პროდუქციის რუსეთის ტერიტორიაზე შეტანის საკითხის გადაწყვეტის მიზნით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა კონსულტაციების გამართვას.

Back to top button