ახალი ამბები

ნოღაიდელი: ქართული ღვინო აუცილებლად დაბრუნდება რუსულ ბაზარზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ქართული ღვინო, რომლის იმპორტიც რუსულმა მხარემ 27 მარტიდან აკრძალა, “აუცილებლად დაბრუნდება რუსულ ბაზარზე”.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ის განამარტებები, რასაც რუსული მხარე აკეთებს ტექნიკური მიზეზებით ღვინის იმპორტის აკრძალვის თაობაზე, “ბოლომდე არ შეესაბამება სიმართლეს“.


“ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით რუსულ ბაზარზე. გავხსნით სხვა ბაზრებსაც და აუცილებლად წარმატებით ჩავატარებთ რთველს“, – დასძინა ზურაბ ნოღაიდლემა.


მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ქართული ღვინის ხარისხში დარწმუნების მიზნით დაგეგმილია ქართული ღვინის დღეების მოწყობა მთავარ ბაზრებზე  – რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში.


დღესვე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ საქართველოში რუსეთის ელჩთან ვლადიმერ ჩხიკვიშვილთან, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის საკითხები განიხილეს. 

Back to top button