
ახალი ამბები
რუსეთი მიესალმება გაეროს რეზოლუციას აფხაზეთზე
3 აპრილს გამოქვეყნებულ საინფორმაციო შეტყობინებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 31 მარტს მიღებულ რეზოლუციას აფხაზეთზე.
“რუსეთი, როგორც ხელშემწყობი მხარე, განაგრძობს თავის მცდელობებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სრული დარეგულირების მიზნით“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ფონზე, რომელიც აღნიშნავს, რომ რუსული სამშვიდობო ძალები “მნიშვნელოვან მასტაბილიზირებელ როლს თამაშობენ კონფლიქტის ზონაში“, ქართული მხარის კრიტიკას სამშვიდობო ძალების მიმართ გარკვეული “დისონანსი” შემოაქვს.