
ახალი ამბები
სერგეი ივანოვი კვლავ პრევენციულ დარტყმებზე საუბრობს
რუსეთის მთავრობის ვიცე–პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 28 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს ყოველთვის ექნება უფლება განახორციელოს პრევენციული დარტყმები, “ბუნებრივია, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების გარეშე“, იუწყება “რია ნოვოსტი“.
ივანოვის განცხადებით, რუსეთის ამ უფლებას მისი უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში გამოიყენებს. “ამ უფლებას რუსეთი აკურატულად, თუმცა მტკივნეულად გამოიყენებს“, – დასძინა ივანოვმა.
პოსტსაბჭოთა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებიდან ტერორიზმის საფრთხის შემთხვევაში რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლო პრევენციული დარტყმების შესახებ განცხადებებს 2002 წლიდან რეგულარულად აკეთებს.