We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

საქართველო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს

საქართველოს მთავრობის წარმომადგენელებმა 9 აპრილს პატივი მიაგეს რუსთაველის გამზირზე 17 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა ჯარმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი მიტინგი დაარბია. დარბევის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა.


პარლამენტის შენობის წინ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და პოლიტიკური პარტიების ლიდერები მივიდნენ და ყვავილებით შეამკეს დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ აგებული მემორიალი.


9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეც არის. სწორედ 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია.

Back to top button