
ახალი ამბები
ბეჟუაშვილმა და ლავროვმა აქტუალური საკითხები განიხილეს
28 მარტს ქართული მხარის ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ გელა ბეჟუაშვილსა მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შორის, რომლის დროსაც განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს კონფლიქტების მოგვარების თემატიკა და ისაუბრეს არსებული მოლაპარაკებების მექანიზმების ეფექტურობის გაზრდის საკითხებზე.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული სავაჭრო რეჟიმის, საბაჟო საკითხების და ამ სფეროში არსებულ პრობლემების თაობაზე კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით.